არჩევნები 2016

მეტრეველი: ვაშაძე-ჯაფარიძის პარტიასთან გაერთიანებაზე, ალბათ, ხვალ ვიმსჯელებთ

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის

"ვაშაძე-ჯაფარიძე - ახალი არჩევანის" შეთავაზებაზე საარჩევნოდ გაერთიანებასთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძის პარტიაში "სახელმწიფო ხალხისათვის" შესაძლოა, ხვალ იმსჯელონ. ამის შესახებ ტაბულასთან პარტიის წევრმა მერაბ მეტრეველმა ისაუბრა.

მეტრეველის თქმით, წინასწარი კონსულტაციები მასთან არავის ჰქონია.

შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით მეტრეველი საკუთარ დამოკიდებულებაზე არ საუბრობს. "წინასწარ ვერაფერს გეტყვით",- აღნიშნა მან.

პაატა ბურჭულაძეს გაერთიანება პარტიამ "ვაშაძე-ჯაფარიძე - ახალი არჩევანი" დღეს შესთავაზა. "გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული ქვეყანა", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე. 

როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი გიორგი ვაშაძე("ახალი საქართველო") ამავე პარტიიდან წასული წევრების მიერ შექმნილ პარტია "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩს" შეუერთდა. ბლოკს შეუერთდნენ ახალი მემარჯვენეებიც.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები