თელასი: გეგმიური სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება ხვალ დროებით შეიზღუდება

გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება 17 აგვისტოს დროებით შეიზღუდება - ამის შესახებ ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 17 აგვისტოს, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქა-ავშნიანის დასახლების, სოფელი გლდანის და ავშნის ქუჩის მაცხოვრებლებს; 10 საათიდან 18 საათამდე - ვაჩნაძის და პუშკინის  ქუჩების მაცხოვრებლებს; 10 საათიდან 17 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის და სოფელი გლდანის მაცხოვრებლებს.

კომენტარები