ქართული ოცნება

კალაძე: ქართულმა ოცნებამ უკვე დაამტკიცა, რომ ხალხზე მზრუნველი ადამიანური ძალაა

ქართულმა ოცნებამ უკვე დაამტკიცა, რომ ხალხზე მზრუნველი ადამიანური ძალაა, რომლისთვისაც მთავარი ჩვენი გახლეჩილი საზოგადოების გამთლიანებაა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ქვეყნის მომავლის შექმნა მხოლოდ ერთიან, თავისუფალ საზოგადოებას შეუძლია. მეგობრებო, ჩვენი გზა - ევროპული გზაა, ჩვენი მიზანი - ცივილიზებულ სამყაროში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაა, იმ კანონის უზენაესობაა, რომელიც, საბოლოოდ, ქვეყნის წინაშე ჩადენილ არცერთ დანაშაულს დატოვებს უპასუხოდ.

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს გენერალური მდივანი კახა კალაძე თბილისში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას.

კომენტარები