უბლოკო სტატუსი

კორძაია: უბლოკო სტატუსი ისეთივე საშიშია, როგორც ცენტრისტების განცხადებები

უბლოკო სტატუსის შემოთავაზება [ნინო ბურჯანაძის პარტიისგან] ისეთივე საფრთხის მატარებელია, როგორიც იყო პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ მიერ გაკეთებული განცხადებები, უბრალოდ, უფრო შეფარული, რბილი და ლამაზი ფორმით, მაგრამ, ზუსტად იგივეა თავისი არსით. ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რესპუბლიკელების შემოთავაზება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. რატომ არის მნიშვნელოვანი? - ეს არის გრძელვადიან პერსპექტივაში იმ საფრთხეების გააზრება და დანახვა, რასაც მოიცავს მსგავსი წინადადებები პოლიტიკური გაერთიანებისაგან.

რესპუბლიკური პარტიის წევრი თამარ კორძაია ნინო ბურჯანაძის პარტიის შეთავაზებაზე უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით.

კომენტარები