რუსეთი

პუტინმა ივანოვი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლა

ივანოვი და პუტინი აღნიშნავენ 12 ივნისს
Mikhail Klimentyev / AP Photo

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ივანოვი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი დოკუმენტაცია კრემლის ოფიციალურ საიტზე უკვე გამოქვეყნდა.

„ვლადიმერ პუტინმა თავისი ბრძანებით გაათავისუფლა სერგეი ივანოვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

tvrain.ru-ს ინფორმაციით, ივანოვის ადგილს მისი მოადგილე ანტონ ვაინო დაიკავებს, თვითონ ივანოვი კი, გარემოსდაცვით საქმიანობაში ეკოლოგიისა და ტრანსპორტირების საკითხებზე პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი იქნება.

სერგეი ივანოვი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს 2011 წლიდან იკავებდა.

კომენტარები