გადადებული ფრენები

ამერიკულმა ავიაკომპანია Delta-მ მსოფლიო მასშტაბით რეისები გადადო

USA TODAY

ამერიკულმა ავიაკომპანია Delta-მ მსოფლიო მასშტაბით რეისები გადადო. ფრენების გადადების მიზეზი კომპიუტერული სისტემის ხარვეზი გახდა.

ამ დროისთვის სპეციალისტები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ. სავარაუდოდ, ფრენები ერთი დღის განმავლობაში არ აღდგება.

ავიაკომპანია მგზავრებს მოუწოდებს, აეროპორტში მისვლამდე საკუთარი რეისის სტატუსი გადაამოწმონ. კომპანიისვე განცხადებით, გადადებული ფრენის შემთხვევაში, მგზავრებს ბილეთის ფული აუნაზღაურდებათ.

Delta მსოფლიოში მეორე ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც დღეში საშუალოდ 15 000 ფრენას ახორციელებს და 550 000 მგზავრი გადაჰყავს.

კომენტარები