ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად ნიკა რურუა წარადგინა. რურუას თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, მისი პრიორიტეტი იქნება გადასახადების შემცირება, პენსიის გაზრდა და სოციალური პრობლემების მოგვარება.
„მე ვარ ამ უბნელი, ვიცნობ ამ უბანს და მიყვარს. ეს არის ნამდვილი მარგალიტი ჩვენი დედაქალაქისა და ის ადამიანები, ვინც აქ ცხოვრობენ, იმსახურებენ ბევრად უკეთესს პირობებს," - განაცხადა ნიკა რურუამ.