არჩევნები 2016

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ქვემო ქართლში

fb.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. ქართული ოცნების კანდიდატების წარდგენა რუსთავში გაიმართა.

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: 

რუსთავის 29-ე ოლქში - პაატა მხეიძე.

რუსთავის 30-ე ოლქში - გიორგი ბეგაძე.

წალკასა და დმანისში კახა ოქრიაშვილი.

ბოლნისში -  გოგა მეშველიანი.

გარდაბანში - სავალან მირზოევი.

თეთრიწყაროში - გოდერძი ჩანქსელიანი.

მარნეულის 35-ე ოლქში - რუსლან გაჯიევი.

მარნეულის 36-ე ოლქში - თამაზ ნავერიანი.

"ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, თითოეულ თანამოქალაქეს ძალიან სჭირდება დიდი გამარჯვებები. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი თანადგომით, ერის კონსოლიდაციით, ერთ მუშტად შეკვრით, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს გამარჯვებითვის ყველა ჩვენგანი იღვაწებს, დაიხარჯება მაქსიმალურად იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას, თითოეულ ჩვენს ოჯახს მოვუტანოთ კეთილდღეობა. დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნება ყველა თქვენგანთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს" - მიმართა პრემიერმა შეკრებილებს.

ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე დაასახელა იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში.

კომენტარები