მაჟორიტარობის კანდიდატები

ენმ-მ ხელვაჩაურის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ხელვაჩაურის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. საქართველოს პარლამენტში მოსახვედრად - მიშა ბოლქვაძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად კი ქენან კახიძე იბრძოლებს. პარტიის ლიდერებმა შეკრებილ მოსახლეობას მიმართეს და  ეკონომიკურ  პროგრამაზე და იმ გეგმებზე ისაუბრეს,  რომელიც პარტიას აქვს და გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებს.

„ჩვენი უახლოესი ამოცანები იქნება დასაქმება, გადასახადების შემცირება, პედაგოგების ხელფასების ზრდა, პენსიების ზრდა და ამ ყველაფერს გავაკეთებთ არჩევნების შემდეგ, პირველივე თვეების განმავლობაში. გარდა ამისა ჩვენ გვაქვს კონკრეტული გამოცდილება წინა წლებიდან, თუ რა უნდა შეიცვალოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიდგომაში. სწორედ ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ეკონომიკის განვითარებაზე, არამედ ბიზნესის და ადამიანის უფლებების დაცვაზე.“ - თქვა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები