მანანა კობახიძე

გვარამია: კობახიძე ვერც კი ხვდება თუ რა შეცდომა დაუშვა, ეს არის მთავარი პრობლემა

საერთოდ წარმოუდგენელია საჯარო მოხელესგან განცხადება, რომ მას კამერა გამორთული ეგონა და ის გამორთული კამერის პირობებში საუბრობდა. არაფერზე წარმოდგენა არ უნდა გქონდეს, პოლიტიკაზე საუბარიც კი ზედმეტია. ჟურნალისტებთან როდესაც საუბრობ ჩართულია თუ არა კამერა არავინ გეუბნება და ამიტომაც ყოველთვის უნდა ივარაუდო რომ ის ჩართულია. პარლამენტის ვიცესპიკერი პრობლემას იმაში კი ვერ ხედავს, რომ ამბობს რომ პრეზიდენტი ლოთია და ამით აყენებს ინსტიტუტს შეურაცხყოფას, არამედ იმაში რომ ეს განცხადება გავრცელდა და მისი ტირაჟირება მოხდა. დაბალი კვალიფიკაციის მაჩვენებელია ეს იმ ადამიანების, რომ ჟურნალისტებთან შეიძლება მიდგე და იჭორავო. 

ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანის ეთერში, მანანა კობახიძის განცხადებაზე, რომ პრეზიდენტმა ზეწოლის შესახებ ნასვამ მდგომარეობაში ისაუბრა.

კომენტარები