საქართველოს ოლიმპიური გუნდი

კვაჭანტირაძე: ოლიმპიური ფორმა უნდა იყოს მსუბუქი, ახალგაზრდული და სექსუალური

უპირველესად, გზას დავულოცავ ჩვენს გოგო-ბიჭებს და ვუსურვებ გამარჯვებებს რიოში. დარწმუნებული ვარ გაგვახარებენ და ბევრ ოქროს და ვერცხლს ჩამოიტანენ ბრაზილიიდან!

ახლა კი საერთო აღშფოთებას უნდა შევუერთდე და ვისაც უნდა ეწყინოს. ჩვენც გვაწყენინეს ამ უშნო გადაწყვეტილებით. ვერცერთ გაღიმებულ სპორტსმენს ვერ ნახავ დღევანდელ ფოტოებზე. დღევანდელი სიცხის ბრალი იყო ალბათ. ოლიმპიური ფორმა უნდა იყოს მსუბუქი, ძალიან ორიგინალური, ახალგაზრდული და სექსუალური. ბოლოსდაბოლოს, რამდენი ნიჭიერი დიზაინერი გვყავს მთელს მსოფლიოში მიმოფანტული.... არ მაინტერესებს, ვინ შეკერა ეს უმსგავსოება. მთავარია, რომ უგემოვნებო და უსახური ფორმები შეკერა და საქვეყნოდ დასაცინად გაგვიხადა საქმე.

იქნებ ჯერ კიდევ შეიძლება ამ მარაზმატული შეცდომის გამოსწორება?

ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საკუთარ Facebook გვერდზე საქართველოს ოლიმპიური გუნდის ტანისამოსს, რომელიც ლევან ვასაძის "სამოსელი პირველმა" დაამზადა

კომენტარები