მერაბ კვირიკაშვილი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი ავტოავარიაში მოჰყვა

მერაბ კვირიკაშვილი
sportall.ge

ქუთაისი - სამტრედიის მაგისტრალზე მძიმე ავტოავარია მოხდა, ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა, მძიმედ დაშავებულთა შორის საქართველოს ნაკრების მორაგბე მერაბ კვირიკაშვილიცაა. კვირიკაშვილი ქუთაისის საავადმყოფოში, მისი მეუღლე კი სამტრედიის საავადმყოფოში მოათავსევს. 

"მერაბ კვირიკაშვილი თავის ქალის ზედაპირული ტრავმით ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. რაც შეეხება მის მეუღლეს, ის მრავლობით ტრავმებით სამდრეტიის საავადმყოფოში მოათავსეს", - ამბობს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის გამოძახებების მართვის ხარისხისა და სამედიცინო მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე.

კომენტარები