სახელმწიფო ხალხისთვის

"სახელმწიფო ხალხისთვის" ფოთის მაჟორიტარ კანდიდატად კოტე კემულარიას წარადგენს

ambebi.ge

პოლიტიკური მოძრაობის სახელმწიფო ხალხისთვის ფოთის მაჟორიტარი კანდიდატი კოტე კემულარია იქნება. ინფორმაციას პარტიაში ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ კემულარიას კანდიდატურას დღეს წარადგენენ.

კოტე კემულარია 2004-2005 წლებში იყო საქართველოს ელჩი რუსეთში, იუსტიციის მინისტრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და უშიშროების საბჭოს მდივანი. ასევე, 1992-93 წლებში იკავებდა იუსტიციის მინისტრის პოსტს, 1998 წელს იყო თბილისის საკრებულოს წევრი, ხოლო 1999 წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად.

კომენტარები