თბილისის მერის მოადგილედ შესაძლოა, კარლო ლეკვეიშვილი დაინიშნოს. როგორც ცნობილია, ამჟამინდელი მოადგილე გიორგი ლილუაშვილი ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.
კარლო ლეკვეიშვილი ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებში, ასოციაცია ატუსა და შპს ბურჯში გენერალური დირექტორისა და გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობებს იკავებდა. ასევე მუშაობდა ქართუ ჯგუფში.
გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს კარლო ლეკვეიშვილი, თუმცა, მისი თქმით, შეთავაზების შემთხვევაში, დასთანხმდება.





