თავდასხმა გერმანიაში

გერმანიაში მომხდარი თავდასხმის ავტორის ოთახში ISIS-ის დროშა იპოვეს

EPA

სამართალდამცავებმა სამხრეთ გერმანიაში, ქალაქ ვურცბურგთან, მატარებელში მომხდარი თავდასხმის ავტორის, 17 წლის ავღანელი ლტოლვილის ოთახში, ხელით დახატული ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დროშა იპოვეს. მატარებელში მყოფთა ცნობით, თავდამსხმელი „ალაჰი დიდია"-საც ყვიროდა.

ნაჯახით შეიარაღებული პირი მატარებელში გუშინ ღამით შეიჭრა და მგზავრებს დაზიანება მიაყენა. თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა.

ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციელებმა ესროლეს და მოკლეს.

კომენტარები