არჩევნები 2016

ალასანიამ თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო სიის პირველი ოცეული დაასახელა

თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო სიის ოცეული ცნობილია. პირველი ნომერი პარტიის ლიდერი, ირაკლი ალასანია იქნება. სიაში არიან საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატები ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე, ნინო გოგუაძე, ზურაბ აბაშიძე, ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი ცაგარეიშვილი, დავით ონოფრიშვილი და შალვა შავგულიძე. ასევე, ყოფილი მინისტრები მაია ფანჯიკიძე და ალექსი პეტრიაშვილი. გარდა ამისა, თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო სიის წევრები არიან: თამარ კეკენაძე, თამარ ამაშუკელი, თამაზ შიოშივილი, ვახტანგ მჭედლიძე,თინათინ რევაზაშვილი, თამარ კობერიძე, თეიმურაზ სალუქვაძე, ბენიამინ კასიმოვი, კოკა ფრუიძე, მიხეილ ავაქიანი.

თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო სიის პირველ ოცეულში 6 ქალი და 14 მამაკაცია.

ირაკლი ალასანიას თქმით, პარტია საზოგადოებას მეორე და მესამე ოცეულსაც მალე გააცნობს. თავისუფალი დემოკრატების დღევანდელი ყრილობა საფრანგეთში ტერაქტების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, წუთიერი დუმილით დაიწყო.

კომენტარები