პასუხისმგებლობა ნიცის ტერაქტზე, რომელმაც 84 ადამიანი იმსხვერპლა, დაჯგუფება ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
"ადამიანი, ვინც ნიცაში ოპერაცია განახორციელა, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლია", - წერს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მედია Amaq-ი.
ამასთან, ფრანგული მედიის ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლის გარდა, ტერაქტთან კავშირში კიდევ 4 პირი გამოავლინეს. AFP-ის ცნობით, ოთხივე მათგანი დაკავებულია.
14 ივლისს ნიცის მკვიდრი, ტუნისელი მუჰამედ ლაუაიჯ-ბულილი სატვირთო მანქანით ნიცაში, ხალხმრავალ ადგილას შეიჭრა, სადაც ბასტილიის აღების დღეს ზეიმობდნენ. ტერორისტმა მაღალი სიჩქარით 2 კილომეტრი იარა და პარალელურად, იარაღსაც ისროდა.
საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით გახანგრძლივდა.





