იუსტიციის უმაღლესი საბჭო

თამაზ ურთმელიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლედ აღარ დანიშნა

tcc.gov.ge

რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლე, თამაზ ურთმელიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლედ აღარ დანიშნა. ურთმელიძეს განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში არსებულ ვაკანსიაზე ჰქონდა შეტანილი, სადაც 10 ვაკანტური ადგილი იყო, მოსამართლეობის კანდიდატი კი 62. მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მინიმუმ 10 წევრის ხმა არის საჭირო, ურთმელიძემ კი 4 ხმის მოგროვება შეძლო.

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის 125 კანდიდატს უყრის კენჭს, ვაკანტური 65 ადგილია. უკვე არჩეულია სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების ნაწილი, მათ შორის არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები თამარ ალანია და მერაბ გაბინაშვილი.

დღესვე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატი, საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი გიორგი ჩემია სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლედ არ აირჩია.

იუსტიციის საბჭოს სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, საპროტესტო აქცია გამართეს ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა. ისინი რამდენიმე მოსამართლის დანიშვნას ეწინააღდეგებიან.

კომენტარები