ქართული ოცნება

ზოიძე: ივანიშვილის სიკეთეს ხშირ შემთხვევაში არასწორად აღიქვამენ

პირველი, ალბათ, ქვეყნისთვის სასურველი იქნებოდა, რომ არ გადამდგარიყო. მან თავიდანვე განაცხადა, რომ ის დროებით მოდიოდა პოლიტიკაში და მის მემკვიდრედ ტოვებდა თავის შექმნილ გუნდს, რომელსაც გარანტიას აძლევდა ქვეყანას, რომ არ ჩაეფლობოდა დიქტატურაში. ამის მიუხედავად, მაინც მიმაჩნია, რომ ჯობდა, დარჩენილიყო ხელისუფლების სათავეში ამ ოთხი წლის ამოწურვამდე. მეორე, შეცდომას არ დავარქმევ, მაგრამ მის ადგილას ცოტა უფრო შეწუხდებოდი იმ ფონზე, როდესაც ამდენ სიკეთეს აკეთებს და ხშირ შემთხვევაში არასწორად და არაადეკვატურად აღიქვამენ საზოგადოების გარკვეული წევრები. დანარჩენი, სიმართლე რომ გითხრათ ამ თემაზე არ მიფიქრია.

 

 

ქართული ოცნების საარჩევნო სიის ახალი წევრი აკაკი ზოიძე ტაბულას კითხვაზე, რა არის ბიძინა ივანიშვილის სამი ყველაზე დიდი შეცდომა.

კომენტარები