ცენტრპოინტის საქმე

გვილავა: ძირითადი განხილვა ჩატარდეს და იქ გამტყუვნდეს ან გამართლდეს პიროვნება

 წინასწარი პატიმრობა ჩემთვის, არ არის პანაცეა. არ ვარ ამ მექანიზმის მომხრე, არ მგონია რომ აუცილებლად უნდა გამოიყენონ, იმიტომ რომ ეს ჩემთვის არ არის მთავარი. ჩემთვის მთავარია ძირითადი განხილვა ჩატარდეს და იქ გამტყუვნდეს ან გამართლდეს პიროვნება და თუ გამტყუვნდება მაშინ წავიდეს ციხეში, მაშინ მას ეკუთვნის ციხეში ჯდომა. თუ არ გამტყუვნდა, მაშინ არ ეკუთვნის ციხეში ჯდომა. იმ ხალხის წინასწარი პატიმრობა ვინც, 2013 წლიდან პროცესებზე დადის, დაზარალებულებს არაფერს აძლევს, იმიტომ რომ მათი ინტერესი არ არის,  მაინცდამაინც წინასწარ პატიმრობაში იყოს მაია რჩეულიშვილი, რადგან ამით დაზარალებულებს არაფერი ეშველებათ. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტი გია გვილავა "ცენტრპოინტ"-ის დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები