NATO-რუსეთი

გრიბაუსკაიტე: შეგვიძლია, მადლობაც კი გადავუხადოთ პუტინს, მან გამოაფხიზლა NATO

ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე

Spiegel-თან ინტერვიუში ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ აღნიშნა, რომ დასავლეთი "პუტინის პარანოიას" სერიოზულად უნდა მოეკიდოს. მისი თქმით, ვლადიმირ პუტინი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს რუსეთის ტერიტორიად მიიჩნევს და ყირიმის ანექსიის შემდეგ, შესაძლოა ბალტიის ქვეყნებზეც განახორციელოს თავდასხმა.

"პუტინის იდეაა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები რუსეთის გავლენის ზონაში დააბრუნოს. მას ძველი რუსეთის აღდგენა სურს. ეს არის მისი პარანოია და ამას სერიოზულად უნდა აღვიქვამდეთ. რაც შეეხება მათ განცხადებებს NATO-ს აღმოსავლეთ საზღვარზე დამატებითი ძალების განლაგების შესახებ, რუსეთს ამ საზღვართან ალიანსზე 10-ჯერ მეტი ჯარისკაცი ჰყავს. მათზეა დამოკიდებული რას იზამენ. რუსეთის ქცევები უნდობლობას იწვევს, თუმცა ჩვენ მათი არ გვეშინია. ჩვენ შეგვიძლია, მადლობაც კი გადავუხადოთ პუტინს, რადგან მან გამოაფხიზლა ალიანსი და კვლავ აქცია თავდაცვის ძლიერ გარანტად", - თქვა გრიბაუსკაიტემ.

კომენტარები