მკვლელობები დალასში

დალასში სნაიპერებმა 5 პოლიციელი მოკლეს

AP

აშშ-ში, დალასში, ორმა სნაიპერმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად, 5 პოლიციელი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. სნაიპერების მიზანი რაც შეიძლება მეტი პოლიციელის მოკვლა იყო.

თავდასხმა იმ დროს მოხდა, როცა მოქალაქეები დალასის ცენტრში პოლიციის წინააღმდეგ აქციას მართავდნენ. აქციის მიზეზი, გუშინ, ორ სხვადასხვა ქალაქში პოლიციის მიერ ორი შავკანიანი ადამიანის მკვლელობა იყო. მოქალაქეები პოლიციელთა მიერ შავკანიანების დაკავებისას დროს განხორციელებულ ძალადობას აპროტესტებდნენ.

სამართალდამცველებმა 1 ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს, მეორეზე ძებნაა გამოცხადებული.

დალასის მერმა მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ქალაქის ცენტრში თავდასხმის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.

კომენტარები