ვიზალიბერალიზაცია

AFET-მა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა

დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში (AFET) გაიმართა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა.

კომიტეტმა წერილობითი მოსაზრება 13 ივნისს წარადგინა. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი დოკუმენტის მიღებას და შესწორებების გარეშე მიიღეს წარმოდგენილი დოკუმენტი. საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობის გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს შესაბამისი პროცედურების დროულად დასრულებასა და განახლებული რეგულაციის რაც შეიძლება მალე ძალაში შესვლას, იმისათვის რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ უახლოეს მომავალში ამ უვიზო მიმოსვლის რეჟიმით სარგებლობა.

შემდეგი კენჭისყრა, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტში გაიმართება, შემდეგ კი პლენარულ სესიაზე გადავა.

გარდა ამისა, აუცილებელია, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე კენჭისყრა დადებითად დასრულდეს ევროკავშირის საბჭოშიც.

კომენტარები