გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

ნადირაშვილი: შერჩევითი სამართალია, რომ ფხოველიშვილი ციხეშია, ცაბუტაშვილი - არა

დღეს ირკვევა, რომ ქალბატონი თამარ ფხოველიშვილი ცაბუტაშვილის დავალებით თამაშობდა კაზინოებში. ეს ადამიანები ხელისუფლებაში ფულის საკეთებლად მივიდნენ. როცა დეკემბერში სისტემაში მიდიხარ და თებერვალში ფულის მოპარვის სქემა გაქვს, ეს ამას ამტკიცებს. სამწუხაროდ, ეს ერთეული შემთხვევები არ არის. ოცნებას 4 წელი ჰქონდა, დაემტკიცებინა, სად იყო ელიტური კორუფცია. მე ვიცი, რომ პრეზიდენტის 4 პიჯაკი ამოიღეს, გაუთავებელი ძიებები მიმდინარეობს, თუმცა ფაქტები არ მინახავს. ეს არის შერჩევითი სამართალი იმიტომ, რომ ცაბუტაშვილი გარეთ არის, ხოლო ქალბატონი თამარი ციხეში ზის. კორუფციასთან ბრძოლა არ მიმდინარეობს

ენმ-ის წევრი ირმა ნადირაშვილი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელზე, არჩილ ცაბუტაშვილზე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები