ნარკოტიკები

სამართალდამცველებმა 117 აბი სუბოტექსი ამოიღეს

შსს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული გაიოზ ნ. თბილისში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 117 აბი "სუბუტექსი" ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 46.1577 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს შეიცავს. უწყების ცნობით, ნარკოლოგიური შემოწმებით, გაიოზ ნ-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, კერძოდ, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 8-დან 20 წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

კომენტარები