თბილისის მერია

მერია: პუშკინის ქუჩაზე რამდენიმე საათით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

დღეს 23:00 საათიდან სამშენებლო სამუშაოების გამო პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვა ხვალ 08:00 საათიდან მოიხსნება და საავტომობილო მოძრაობა ახლადაშენებულ ესტაკადაზე, ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაერთვება.

 

კომენტარები