დღეს ელექტრომომარაგება თბილისის სამ რაიონს შეეზღუდება. კომპანია თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.
საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღომის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, პეტრიწის და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს. ხოლო, 11 საათიდან 15 საათამდე - ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ჩაქვის, ნიკო მარის, მანჯგალაძის, წიკლაურის, ლიკანის, ჯანელიძის და სააკაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში კი, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





