ნარკოტესტირება

პარლამენტმა იძულებით ნარკოტესტირებაზე კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

თორნიკე ბარათაშვილი

პარლამენტმა ნარკოტესტირებასთან დაკავშირებულ დეპუტატ გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტს 9 ხმა დააკლდა.

პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ პირი უარს განაცხადებს ნატკოტესტირებაზე, შემდეგ მისი არანებაყოფლობითი ნარკოლოგიური შემოწმება მხოლოდ სასამართლო განჩინების საფუძველზე გახდება შესაძლებელი. ამასთან, განმარტებითი ბარათის მიხედვით, დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში, რომ პირმა ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა ნარკოტიკული ნივთიერება, პოლიციელს მისი დაკავების უფლება ექნება.

თუ დაკავების შემდეგ პირი ნარკოტესტირებაზე თანახმა იქნება, იგი გამოკვლევისთვის უფლებამოსილ პირს წარედგინება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება თანახმა - „პოლიციელი შეადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს და დაუყოვნებლივ წარუდგენს სასამართლოს".

კომენტარები