თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს. შეზღუდვა შეეხება კრწანისის, გლდანის, ნაძალადევის, დიდუბის, სამგორის, საბურთალოს რაიონებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 ელექტროენერგია შეუწყდება ფონიჭალის დასახლების, სოფელ ფონიჭალის, რუსთავის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, მარნეულის, გარდაბნის, წმინდა ბარბარეს და სადგურის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, მუხიანის დასახლების, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, სოფელ გლდანის, ავშნის, მამკოდის, ლაგურაშვილის, სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, წერეთლის, ფოცხიშვილის, რიონის, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის, ჭედიას და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და რომელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 X კვარტლის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, სოფელ დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ახალციხელის, მეფე მირიანის, თავდადებულის, ინტენსიფიკაციის, გამრეკელის, ძოწენიძის, პეკინის, კოსტავას, ბახტრიონის, ნუცუბიძის, დელისის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის და კამანის ქუჩების მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებს თელასი.





