ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: მე გადაცემაში საყდრისსა და თსუ-ს გაფიცვაზე სასაუბროდ არ მოვსულვარ

იქნებ შეეცადოთ, რისთვისაც მოვედი [იმ თემაზე დასვათ კითხვები].როდესაც ვისურვე მოსვლა პირველ არხში, პოსტსკრიპტუმშიც დავწერე, რომ წერილია ძალიან დიდი და მე მოვახერხებ, სატელევიზიო გადაცემაში გავაკეთო აქცენტები ამ წერილზე. გუშინაც ჩემმა წარმომადგენელმა კითხვები გამოგიგზავნათ, რომ წერილი არის დიდი. თქვენი უფლებაა, მაგრამ გახსენებთ, მე მოვედი იმისთვის ტელევიზიაში, რომ ეს წერილი გავაშუქო. თქვენ კიდევ გადაცემა მიგყავთ ისე, რომ საყდრისს და უნივერსიტეტის სტუდენტების გაფიცვას მიუძღვნათ ჩვენი გადაცემა, კი ბატონო, თქვენი უფლებაა, მაგრამ მე ამ პირობით არ მოვსულვარ.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რადიო თავისუფლების ჟურნალისტ სალომე ასათიანს.

კომენტარები