მე მქონდა ამაში მონაწილეობა მიღებული, მაგრამ არა ისე, რომ მე ვიღაცას ჯარით და პოლიციით ვაწვებოდი. შეიძლება, მე ვაძლევდი რჩევას. რომელიც გაითვალისწინეს, რომელიც შეეძლოთ, არ გაეთვალისწინებინათ. მე ძალით გადავაყენე? ეს ნორმალური პროცესია, მე შემეძლო მერჩია, რომ თუ მას ჰქონოდა განწყობა, შეიძლება მეთქვა, რომ უკეთესია... მე ვმონაწილებდი და ჰქონდა [ირაკლი ღარიბაშვილს] კონსულტაციები. ძალით როგორ შემეძლო მისი გადაყენება? ზრდასრული ადამიანი, პრინციპული, განათლებული, ძალიან ერუდირებული... რა მექანიზმით შემეძლო მეიძულებინა წასვლა? გააკეთა ძალიან ღირსეული ნაბიჯი. იქნებ მეც ვინმე მაიძულა? მეც ხომ წავედი?
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ
ივანიშვილი პრემიერის ცვლილებაზე: მე ვაძლევდი რჩევას. რომელიც გაითვალისწინეს
tbl.ge/1q05
დაკოპირდა

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, კითხვაზე - მიიღეთ თუ არა მონაწილეობა პრემიერის ცვლილებაში.
ამავე თემაზე
- ვოლსკი ივანიშვილზე: "აღარ დამირეკოთ" ნიშნავს, რომ დამოუკიდებლები ვიყოთ
- ივანიშვილი: ასეთი თანამდებობის წევრები დავსაჯეთ და დემოკრატიის კუთხით ევროპა ტაშს გვიკრავს
- ივანიშვილი: ღმერთმა მომასწროს, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს ქართული ოცნება, მოვესწრები ამას
- ივანიშვილი: თუ საზოგადოებას ჩემნაირი უნდა, აგერ ვუტოვებ მთელ გუნდს, ჩემნაირებს
- ივანიშვილი: საძმო გვმართავდა, სამოქალაქო ომი გვქონდა, ბოლოს მივიღეთ უდიდესი კატასტროფა - ენმ




