თეორემა

როგორ მოახერხა უკრაინამ სავჩენკოს გათავისუფლება

თავისუფლებისმოყვარე ადამიანები ჩვენს რეგიონში ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებას ზეიმობენ. იმ დღეს როცა ვლადიმირ პუტინი იძულებული გახდა სავჩენკო ტყვეობიდან გაეთავისუფლებინა, ზუგდიდში ოკუპანტის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორია დაკრძალეს. დრანდისა და ცხინვალის ციხეებში ასობით ქართველია დატყვეებული, რომელთა გათავისუფლებაც საქართველოს ხელისუფლებას არ გამოსდის. როგორ მიიღწევა წარმატება რუსეთთან ურთიერთობაში, რა შედეგები მოაქვს საქართველოს მთავრობის დათბობის პოლიტიკას ამ თემაზე ვისაუბრეთ ჩვენს სტუმრებთან პოლიტოლოგ დავით ბერიტაშვილთან, ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძესთან და ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის წარმომადგენელ სანდრო თარხან-მოურავთან ერთად. 

კომენტარები