საქართველო-რუსეთი

ბადრიძე: მეოთხე წელია, რუსეთთან მიმართებაში უთავმოყვარეო პოლიტიკას ვატარებთ

2012 წლიდან, ჩემი აზრით, სხვა სფეროებშიც, მაგრამ კონკრეტულად საგარეო პოლიტიკური მიმართულებით ჩვენ დავუშვით უმძიმესი შეცდომა, როდესაც ჩვენმა ხელისუფლებამ საკუთარი თავი დააჯერა, რომ რუსეთის მიმართ ტონის შერბილებით, რუსეთის მიმართ დათმობებით, შესაძლებელია პუტინის რეჟიმის კეთილგანწყობის მოპოვება. სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ საკუთარი თავი ამ ილუზიაში ჩააგდო, რომ ვითომ "პრაგმატული" პოლიტიკით შესაძლებელია რაღაც დადებითისკენ შეტრიალება ურთიერთობების. ეს ნიშნავს, რომ მათ არ ესმით სიღრმისეული პრობლემა, რაც იწვევს, უკვე 25 წელია ამ დაპირისპირებას საქართველოს მიმართ ნებისმიერი რუსული ხელისუფლებისა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ხელისუფლებაში საქართველოში. მეოთხე წელია უთავმოყვარეო პოლიტიკას ვატარებთ რუსეთთან მიმართებაში და არანაირი ამის ოდნავ საპასუხო დადებითი ნაბიჯი რუსეთს არ გადმოუდგამს

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი გიორგი ბადრიძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები