მკვლელობა

სუს-ი რუსი ე.წ. მესაზღვრის მიერ ქართველი მამაკაცის მოკვლის ფაქტს გმობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ხაზთან რუსი ე.წ. მესაზღვრის მიერ ქართველი მამაკაცის მოკვლის ფაქტს ეხმაურება და მომხდარს გმობს.

"19 მაისს დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილ იქნა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას",- წერია განცხადებაში.

კომენტარები