სააკაშვილის ეპოქა დასრულდა და აღარ დაბრუნდება არასდროს. თვითონ ემიჯნებიან გუნდის წევრები. ის უგანათლებულესი პიროვნებაა, არაჩვეულებრივი ენერგიის, ამოუშრეტავი რესურსის. შეეძლო, ბევრი სიკეთე გაეკეთებინა ქვეყნისათვის. ბევრი რამ მოხდა მის დროს თვისობრივად გარდამტეხი, რასაც ვემხრობი - პატრულის რეფორმა, ქვედა დონეებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, საჯარო მოხელეებისადმი პატივისცემის განცდა, სხვადასხვა მოტივაციები. არ შეიძლება, ეს არ დაინახოს ადამიანმა. ეს რომ არ გაკეთებულიყო, ჩვენ გვექნებოდა ყველაფერი გასაკეთებელი და ამისათვის მადლობა მას. მაგრამ მან დაუშვა ტრაგიკული შეცდომა, ქვეყანა ჩართო განწირულ ომში და თუ ეს ვერ გათვალა, არ ყოფილა კარგი სტრატეგი.
tbl.ge/1p2f
დაკოპირდა

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი დავით კოღუაშვილი ქართულ გაზეთთან ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




