უკანონო იარაღი

სამართალდამცველებმა ხობში უკანონო იარაღი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1949 წელს დაბადებული რუბენ ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ხობში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "ა-კა-ემ"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი, 222 საბრძოლო ვაზნა, 7 მჭიდი, "ეფ-1"-ის ტიპის 2 ხელყუმბარა და 2 ამფეთქი დეტონატორით ამოიღეს. უწყებისვე ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით), რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

კომენტარები