17 მაისი

ბერიანიძე: დააკავეს გეი აქტივისტები, იქცეოდნენ ძალადობრივად, ეს ტერორია!

ლგბტ საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ბერიანიძის ცნობით, დღეს, 17 მაისს, გვიან ღამით, 04:00-ზე, ლგბტ აქტივისტები ქუჩაში სტენსილების გაკეთების დროს დააკავეს. 

"ამ წამს ლგბტ აქტივისტები დააკავეს ქუჩაში სტენსილების გაკეთების გამო და განყოფილებაში ჰყავთ გადაყვანილი. როგორც შემატყობინეს, პოლიცია იქცეოდა და იქცევა ძალადობრივად: ქუჩაში ძირს ახოხიალეს აქტივისტები, ფიზიკურად შეეხნენ და იყვნენ ძალიან აგრესიულები. ამ წამს მე და ნინო ბოლქვაძე გავდივართ იმ განყოფილებაში, სადაც ისინი არიან. როგორც გავიგე, ორთაჭალაში ჰყავთ ძველი თბილისის პირველ ან მესამე განყოფილებაში - მისამართს არ ეუბნებიან წესიერად და ტელეფონში ძლივს მოასწრო ერთ-ერთმა აქტივისტმა უცბად მისამართის თქმა და ტელეფონიც ჩამოართვეს.

უშიშროების თანამშრომლები უკვე ატერორებდნენ და ემუქრებოდნენ რამდენიმე ლგბტ აქტივისტს ამ დღეებში. ეხლა კიდევ ეს! ეს არის სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული რეიდი და ტერორი ლგბტ აქტივისტებზე წელს!", - წერს ბერიანიძე.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

კომენტარები