სეტყვა სიღნაღში

სიღნაღში სეტყვის შედეგად 500ჰა-ზე მეტი ვენახი განადგურდა

signagi,info

სიღნაღში ძლიერმა სეტყვამ 500 ჰექტარზე მეტი ფართობის ვენახი გაანადგურა. მოსახლეობა ზარალს დილიდან ითვლის. სეტყვა 45 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ადგილობრივები დილიდან ძველი ანაგის ცენტრში შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. მათი თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებს ამ დრომდე არ იყენებენ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით კი, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარით 6-ჯერ გაისროლეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველი კი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მუნიციპლიტეტს სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვების მინიმალური ოდენობა აქვს და ისინიც გამოუსადეგარია.

კომენტარები