ბათუმში მამაკაცი მოკლეს - 6 მაისის პარკში დაჭრილი ადამიანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, 36 წლამდე მამაკაცს მანქანაში ესროლეს, ამავე მანქანით კი საავადმყოფოში წაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო.





