ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი

პარლამენტმა ბაღებში ასაკობრივი ჯგუფების კანონში ცვილებებზე კანონპროექტი მიიღო

General view of Georgia's new parliament building for country's newly elected parliament in Kutaisi
David Mdzinarishvili / REUTERS

პარლამენტმა მეორე მოსმენით, 85 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მიიღო კანონპროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანაზე. კანონპროექტი იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შედის, რომელიც ბაგა-ბაღებს ეხება. კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც ბაღებში, ბავშვთა ჯგუფების ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით ფორმირებას ითვალისწინებს, ძალაში 2018 წელს შევა.

კენჭისყრის დაწყებამდე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ კომიტეტი ბაგა-ბაღების წარმომადგენლებთან შეთანხმდა "ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ" კანონის სადავო მუხლზე, რომელიც ბაღებში ჯგუფების სხვადასხვა ასაკის ბავშვებით დაკომპლექტებას ეხებოდა.

"იმ მუხლზე, რომელიც ეხებოდა ასაკობრივი ჯგუფების დაკომპლექტებას, შევთანხმდით. შევხვდით ბაღების წარმომადგენლებს და შევთანხმდით, რომ ამ მუხლის ამოქმედება გადაიდება 2018 წლის აპრილამდე. ამ ვადის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ოპტიმალური კონსესუსის მიხედვით შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება კანონში," – თქვა ბესელიამ.

კომენტარები