ISIS-მა ანდროიდის მქონე სმარტფონებისთვის პროპაგანდისტული აპლიკაცია გამოუშვა

Samuel Gibbs for the Guardian

ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ანდროიდის ოპერაციული სისტემის მქონე სმარტფონებისთვის არაბულის ენის შემსწავლელი აპლიკაცია გამოუშვა, რომელიც ბავშვებს არაბულ ანბანს და სხვადასხვა სიტყვას შეასწავლის.

აპლიკაციაში მრავლად არის გამოყენებული "ჯიჰადისტური ტერმინოლოგია", ამას გარდა, მრავლად შეხვდებით იარაღებისა და ტანკების ილუსტრაციებს.

აღწერაში წერია, რომ აპლიკაცია "ლეკვებს" არაბული ენის შესწავლაში დაეხმარება. ცნობილია, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები საკუთარ თავს ლომებად მოიხსენიებენ, ბავშვებს კი "ლეკვებს" უწოდებენ.

აპლიკაცია ჯერჯერობით მხოლოდ ანდროიდის სისტემის მქონე სმარტფონებისთვის არის გამოშვებული.

კომენტარები