უკანონო იარაღი

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ბრალდებით, 1940 წელს დაბადებული ნუგზარ მ. თბილისში, დიდუბის რაიონში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, "მაკაროვის" სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი 8 ვაზნით, ხოლო მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას - "კალაშნიკოვის" კონსტრუქციის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდითა და 60 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია 740 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით).

კომენტარები