ხანძარი კანადაში

ხანძარი კანადაში: ფორტ მაკმარეის აღდგენას მილიარდები დასჭირდება

Reuters

თითქმის ერთი კვირის წინ გაჩენილმა ხანძარმა კანადის ქალაქ ფორტ მაკმარეიში არსებული სახლების 20% გაანადგურა.

ადგილობრივი მთავრობის წევრები მედიასთან საუბარში ამბობენ, რომ ქალაქს ცხოვრების ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად წლები დასჭირდება.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი რამდენიმე მილიარდს აღწევს. ქალაქიდან 100 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია. მცხოვრებთა ბოლო ნაკადი, 25 000 ადამიანი ქალაქიდან გუშინ გამოიყვანეს.

მეხანძრეებმა ცეცხლის რამდენიმე მთავარი კერის ჩაქრობა უკვე შეძლეს. ამ დროისთვის, ცეცხლი დაახლოებით 1 600 კვადრატული კილომეტრის ფართობზეა გავრცელებული.

ხანძრის შედეგად დაშავებულებზე ცნობები არ ვრცელდება, თუმცა, მასობრივი ევაკუაციების დროს საცობში მომხდარი ავარიების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები