პირადი კადრები

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის კვლავ არავინაა დაკავებული

pirveliradio.ge

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის პროკურატურას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია. 11 მარტს პოლიტიკოსის ვიდეოს გასაჯაროების შემდეგ კიდევ რამდენიმე ფარული მასალა აიტვირთა. მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, უწყება ინტენსიურად მუშაობს.

"საქმის საჭიროებებიდან გამომდინარე, იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს ის ინფორმაცია, რაც საინტერესო და აუცილებელია გამოძიებისათვის, დაგზავნილია საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ათეულობით მოთხოვნა. ნაწილზე პასუხები მიღებულია, ნაწილზე - ველოდებით. შესაბამისად, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო პროცესი. თუ ვინმეს მიმართ დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა, საზოგადოება აუცილებლად გაიგებს ამის შესახებ", - თქვა შოთაძემ.

კომენტარები