ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვა

სირიაში, თურქეთის საზღვართან ახლოს, ლტოლვილთა ბანაკი დაბომბეს

Reuters

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ლტოლვილების ბანაკი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას Independent ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე ლტოლვილების ბანაკი დღეს საღამოს დაბომბეს. დაბომბვას სულ მცირე 28 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაბომბა ლტოლვილთა ბანაკი.

კომენტარები