აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ოჰაიოს გუბერნატორმა კეისიჩმა საპრეზიდენტო კამპანია შეაჩერა

Reuters

პრეზიდენტობის კანდიდატობის პრეტენდენტმა აშშ-ის რესპუბლიკური პარტიიდან, ჯონ კეისიჩმა უარი თქვა გააგრძელოს ბრძოლა ნომინაციისთვის.

ოჰაიოს გუბერნატორის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც კამპანიის განმავლობაში მხოლოდ საკუთარ შტატში მოიგო, მილიარდერი დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების ერთადერთ კანდიდატად რჩება.

კეისიჩის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ტრამპის მთავარი კონკურენტის, სენატორ ტედ კრუზის მიერ კამპანიის შეჩერება.

კომენტარები