ე.წ. კანონიერი ქურდი

თარგამაძე: დეპორტირებული ე.წ. კანონიერი ქურდი საქართველოში არ დაუკავებიათ

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გივი თარგამაძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 29 აპრილს რუსეთიდან საქართველოში ე.წ. კანონიერ ქურდ "ოთარიკ ზუგდიდსკის" დეპორტაცია მოახდინეს, თუმცა, ის საქართველოში არ დაუკავებიათ. დეპუტატის მტკიცებით, ე.წ. კანონიერი ქურდი ახლა სახლშია და თავის "საქმიანობას" აგრძელებს.

"კანონიერი ქურდი ოთარიკ ზუგდიდსკი, იგივე ოთარ თენგიზის ძე ყალიჩავა დაბადებული 1980 წლის 29 სექტემბერს. მიმდინარე წლის 29 აპრილს დეპორტირებულ იქნა რუსეთიდან საქართველოში. შსს-მ იმ საოცარი მოტივით, რომ ყალიჩავას ქურდობა შეჩერებული აქვს (არ ვიცი, ქვემოთმოყვანილი საიტის ინფორმაციას დაეყრდნენ, თუ რაიმე სათანადო ცნობა წარმოადგინა შემჩერებელი ქურდობისგან), ხსენებული პირი არ დააკავა. შესაბამისად, ის იმყოფება ზუგდიდში, საკუთარ სახლში, ენგელსის 126 ნომერში, სადაც არაფერს ამბობს ქურდობის შეჩერებაზე, ამტკიცებს საწინააღმდეგოს, იბარებს ადამიანებს და ატარებს ქურდულ გარჩევებს. გილოცავთ, შსს-ვ, თქვენ, ფაქტობრივად, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონიერი ქურდის კურთხევა მოახდინეთ. შეგიძლიათ, გადაამოწმოთ, ან არ გადაამოწმოთ და აღიაროთ, რომ ეს აქტი წინასაარჩევნო საჭიროების გამო ჩაატარეთ", - წერს თარგამაძე ფეისბუქზე.

კომენტარები