შემცირებული სამუშაო ადგილები

გოცირიძე: სამუშაო ადგილების შემცირება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია

ექსპორტი, ჩვენი დოვლათი 2013 წელთან შედარებით 2015 წელს შემცირდა 700 მლნ დოლარით. რა თქმა უნდა, ამაში რეექსპორტიც შედის, იგივე მანქანების გატანის მოცულობა შემცირდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ქმნიდა დიდ სამუშაო ადგილებს. თუნდაც ის, რომ ვიღაცას მანქანა ჩამოყავდა და დაახლოებით 100 მლნ რჩებოდა წელიწადში. თუ დავაკვირდებით მიმდინარე წლის სტატისტიკას, 2016 წელს ანუ ამ მთელი საარჩევნო ციკლის ბოლოს ჩვენი ექსპორტი შემცირდება დაახლოებით 1 მლრდ დოლარით. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ 1 მლრდ დოლარის კლებამ მოგვცა შესაბამისი კლება სამუშაო ადგილების. დაახლოებით 1 მლრდ დოლარით იკლო იმპორტმაც. მხოლოდ ეს ორი ციფრი აჩვენებს უზარმაზარ ზემოქმედებას სამუშაო ძალაზე. შეუძლებელია, ასეთი მაჩვენებლებით ზრდის მიმართულებით წავიდეთ. ლარის გაუფასურებით უამრავი სამუშაო ადგილები შემცირდა საშუალო და მცირე ბიზნესში. დაიხურა მაღაზიები, საწარმოები, ეს პროცესი ისევ გრძელდება. ეს არის იმ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს

ეკონომისტი რომან გოცირიძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები