6 მაისს (პირველი არხის ტერიტორიაზე, Freedom Music-ის პავილიონში) ღონისძიებების ყველაზე მასშტაბური სერია Freedom Music Georgia უბრუნდება მსმენელს! ფესტივალი ისეთ ცნობილ მსოფლიო არტისტებს იწვევს საქართველოში, როგორიცაა Tale Of Us, Woo Your, Locked Groove, Smailov, Vako T, Lasha Guruli.
Freedom Music პირველად ქართულ მუსიკალურ ბაზარზე 2010 წელს გამოჩნდა. პერიოდში, როდესაც საქართველოში Underground კულტურის ერთი ეტაპი უკვე დასრულებული იყო და მსმენელი ძირითადად ლაუნჯ-ბარების ტიპის დაწესებულებებში ერთობოდა.
Clubbing-მა, რომელიც აქტუალური 2003 წლიდან გახდა, პიკს 2007 წელს Night Office-ის მეშვეობით მიაღწია და შემდეგ დაკარგა აქტუალობა. Underground კულტურა კი ლაუნჯ-ბარებში მსუბუქ house მუსიკამ ჩაანაცვლა.
ზუსტად ამ დროს პირველად დაიწყო Freedom Music-ის მასშტაბური ღონისძიებები. ასევე პირველად დამკვიდრდა მასშტაბური warehouse-ების კულტურა და ღონისძიებების სერიისთვის სხვადასხვა პავილიონები შეირჩა. თამამად შეიძლება, ითქვას, რომ დღევანდელი ელექტრონული მუსიკის ღონისძიებების ბუმის სათავე Freedom Music-ის მიერ 2010 წელს დაწყებული აქტიური ტალღის დამსახურებაა.
2011 წლის ბოლოს გააქტიურებულმა მსმენელმა სტიმული მისცა ახალი პროდუქტის SET FEST-ის შექმნის იდეას, რომელიც 2012 წელს ბათუმში სწორედ Freedom Music-თან თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.
შექმნის დღიდან Freedom Music-მა საქართველოში ისეთი არტისტებს უმასპინძლა, როგორიცაა Gesaffelstein, Brodinski, Guy Gerber, Tiefschwarz , Alex Niggeman, Casius, Marc Houle, Heartthrob, Louisahhh, Christian Burkhardt, Phon.o და სხვა მრავალი,





