თურქეთი

თურქეთის პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა ჩხუბში გადაიზარდა

AP

თურქეთის პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

პარლამენტის წევრები მსჯელობდნენ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, იმ დეპუტატებს, რომლებიც აკრძალულ ქურთების მუშათა პარტიას უჭერენ მხარს, პარლამენტის წევრებისთვის მინიჭებული ხელშეუხებლობის იმუნიტეტი უნდა ჩამორთმეოდათ.

ფიზიკური დაპირისპირება მმართველი პარტიისა და პროქურთული ოპოზიციური პარტიის წევრებს შორის მოხდა. პარლამენტის წევრებმა ერთმანეთს ბოთლები დაუშინეს.

ხელჩართული ჩხუბის დროს რამდენიმე დეპუტატი დაშავდა კიდეც, რის გამოც კომიტეტის სხდომა გადაიდო.

აღსანიშნავია, რომ ფიზიკური დაპირისპირება ზემოხსენებული ინიციატივის წინა განხილვასაც მოჰყვა.

კომენტარები